Friday, July 18, 2014

მერვე დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების მოდელები. გავიგეთ, თუ როგორ ვიმუშაოთ კლასთან ისტ-ის გამოყენებით, თუკი გვყავს განსხვავებული საჭიროებების მოსწავლეები, როგორ გავითვალისწინოთ მოსწავლეების ინტელექტის თავისებურებები და შესაძლებლობები. ჩვენს მიერ აქამდე ამ ამოცანის შესრულება შევაფასეთ კითხვარის საშუალებით. დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმა. მოვაწესრიგეთ პროექტის პორტფოლიო და ავტვირთეთ იგი დრაივებში. შემდეგ გამოვაქვეყნეთ ბლოგზე და ვისწავლეთ ცვლილებების შეტანა. პრეზენტაციაში ვისწავლეთ ობიექტების ჩანერგვა. ზოგადად ვიმუშავეთ მე-6, მე-7 მოდულებზე.

Thursday, July 17, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს ძირითადად ვიმუშავეთ შეფასებაზე. ვიკი - ვებგვერდის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით დავწერეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები. გავეცანით მე-5 მოდულს და შევქმენით ჩვენი შეფასების კრიტერიუმების საბოლოო ცხრილი. შევქმენით შეფასების კრიტერიუმები ჩვენი პროექტით გათვლილი თითოებული შეფასების ფორმისთვის. საშინაო დავალება - სასწავლო პროექტის გეგმის შეფასების კრიტერიუმები, შეფასების გეგმის ჩეკლისტი.

Saturday, July 5, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

შევქმენით და ავტვირთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. ვისწავლეთ ისეთი გაჯეტების გამოყენება, როგორიცაა გვერდების დამატება და ლინკების ჩასმა. თავად გვერდებზე ვისწავლეთ ვიდეოების ჩამატება. გავეცანით ნიმუშებს და პროექტის გეგმის შბლონში ჩავამატეთ სასწავლო პროცედურები. საშინაო დავალება - პორტფოლიოს მოწესრიგება.

Friday, July 4, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

ბლოგებს მოვხსენით მიმაგებული პეზენტაციები. გავეცანით შეფასების მეთოდებს და შევარჩიეთ ჩვენი პროექტის მიხედვით მუშაობის დასაწყისში, მიმდინაეობის დროს და ბოლოში გამოსაყენებელი შეფასების მეთოდები. ამის მიხედვით შევავსეთ პროექტის გეგმის შაბლონი. შემდეგ შეფასებასთან დაკავშირებული ინფორმაცია გადავიტანეთ პრეზენტაციის ახალ სლაიდზე smartart-ების გამოყენებით. პეზენტაციები ხელახლა ავტვირთეთ ბლოგებზე. გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის იურიდიულ მექანიზმებს და მივიღეთ საშინაო დავალება – მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Thursday, July 3, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ სასწავლო მიზნებზე და ამოცანებზე. ვისწავლეთ საკვანძო შეკითხვების დასმა. დეტალურად განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები. შევადგინეთ და ავტვირთეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია.

პორტფოლიოს პრეზენტაცია

მიმართეულების მიმცემი საკვანძო კითხვები

1) ზოგადი:
არსებობს წარმატების რეცეპტი?

2) თემატური:
როგორ წარმოგიდგენიათ თავის დამკვიდრება უცხო საზოგადოებაში?
როგორ გესმით ,,კარგი სამსახური"?
რა დოზით უნდა მიენიჭოს დამოუკიდებლობა ახალგაზრდას?
რა კონკრეტული უნარებია საჭირო საქართველოში კარგი სამსახურის საშოვნელად?
რა პრობლემები შეიძლება შეექმნას ახალგაზრდას თავის დამკვიდრების გზაზე?
თქვენ რომ იყოთ რაიმე ბიზნესის მენეჯერი, როგორ თანამშრომლებს დაიქირავებდით სამსახურში?
რა ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო სამსახურში გასაუბრებისას?

3) შინაარსობრივი:
რა ფრაზებით დავიწყოთ და დავამთავროთ ოფიციალური წერილი/სამოტივაციო წერილი?
როგორი მიმართვა გამოვიყენოთ ოფიციალური წერილის დროს, როცა არ ვიცით ვის ვწერთ?


მიზნები და ამოცანები

პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები შეძლებენ:

  • გააცნობიერონ გიორგი პაპაშვილის Anything Can Happen-ში მოცემული ლექსიკური და შინაარსობრივი მასალა და და გააკეთონ შინაარსის შესაბამისი ინტერპრეტაცია.
  • გაანალიზონ ნაწარმოებში გამოხატული მოქმედებები, თემები, სოციალური პრობლემები იმ საკითხების განსასაზღვრად, რომლებიც დღესაც აქტუალურია.
  • ჩაატარონ კვლევა საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე და შეაგროვონ, შეაფასონ და გააერთიანონ სხვადასხვა წყაროდან აღებული მონაცემები, რათა თავიანთი აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია გაუზიარონ თანატოლებს.
  • დისკუსიის რეჟიმში გაარჩიონ მოძიებული მასალის საფუძველზე ჯგუფებში გამოტანილი დასკვნები
  • გამოიყენონ სხვადასხვა ელექტრონული და ბეჭდური მასალა ინფორმაციის შესაგროვებლად და გასაერთიანებლად, შემდეგ კი მიღებული ცოდნის აუდიტორიისათვის გადასაცემად. 
  • შეაფასონ ერთმანეთის პრეზენტაციები წინასწარშერჩეული რუბრიკების მიხედვით.
  • რეალურ-ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეადგინონ / რუბრიკების მიხედვით  შეაფასონ სხვის მიერს შედგენილი სამოტივაციო წერილი.

Saturday, June 28, 2014

ჩემი პროექტის იდეა

ახალგაზრდებისთვის საუკეთესო მომავლის შექმნა მთელი საზოგადოების უპირველესი ამოცანაა. ამიტომ უნდა ვიზრუნოთ, განვუვითაროთ მათ საჭირო უნარჩვევები მომავალში საკუთარი თავის დასამკვიდრებლად. პროექტის ფარგლებში კონკრეტული მაგალითის განხილვის საშუალებით დავანახებთ მოსწავლეს ცხოვრებისეულ სირთულეებს და მათი გადაჭრის გზებს. ამასთანავე მოსწავლეებს ვასწავლით ოფიციალური/სამოტივაციო წერილის წერის სპეციფიკას.

პირველი მოდულის რეფლექსია

პირველ მოდულს გავეცანი სახელმძღვანელოს გამოყენებით. გავიგე, რომ ინტელი არის პროგრამა, რომელიც საშუალებას გვაძლევს პროექტებით სწავლება აქტიურად გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში. პროექტები დაფუძნებული უნდა იყოს ავთენტურ კონტექსტზე.
მოდულის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხებოდა პროექტის დაგეგმვის ეტაპებს. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოცნდა დაგეგმვის პროცესის დაწყება, სადაც დეტალურად გავეცანი და 21–ე საუკუნის უნარებს და შემექმნა შეხედულება, თუ რა კუთხით უნდა გამეთველისწინებინა ისინი პროექტის დაგეგმვისას.